ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“ლიბერთი” და “ქართუ” შესაძლოა გაერთიანდნენ

“ლიბერთი ბანკის” დირექტორის ინფორმაციით, “ლიბერთისა და ქართუს გაერთიანება იდეის დონეზე დგას” – ამის შესახებ მან “საქმის კურსს” განუცხადა.

16 ოქტომბერს ლიბერთის 74.64%-ის მფლობელი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული კომპანია “European Financial Group B.V”(EFG) გახდა.

ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

ირაკლი რუხაძე მის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიით, Hunnewell Partners-ით სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: “ბორჯომი”, ტვ “იმედი” და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.

იტვირთბა....