ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყაჩაღობა ვაკეში: ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა ბინიდან თანხა წაიღეს

ყაჩაღობა ვაკეში – მარუხის ქუჩის 13 ნომერში, გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა ახლადაშენებული კორპუსის მეშვიდე სართულზე მდებარე ბინა დაყაჩაღეს. წაღებულია, სავარაუდოდ, 1000 ევრო და 2500 ფუნტი. დაზარალებულები ამ დროისათვის ვაკე -საბურთლოს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

იტვირთბა....