ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზოიძე: “ღმერთთან მისვლით და დაშინებით ჯანსაღი ცხოვრებისკენ წასვლამ არ გაამართლა”

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კომიტეტის სხეომაზე განაცხადა, რომ ღმერთთან მისვლით და დაშინებით ჯანსაღი ცხოვრებისკენ წასვლამ არ გაამართლა.

კომიტეტის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად სასულიერო პირებიც ესწრებიან.

“ადამიანის დანიშებამ არ მოიტანა სასურველი შედეგი. ვერც ფაშისტურმა რეჟიმმა, ვერც სხვამ ამას ვერ მიაღწია. ღმერთთან მისვლით და დაშინებით ჯანსაღი ცხოვრებისკენ წასვლამ არ გაამართლა არც ისტორიულად, არც თანამედროვეობაში, არც წარსულში და არც მომავალში გაამართლებს. ადამიანის დარწმუნებით უნდა შევძლოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების გზა აირჩიოს და ეს პრინციპი არის ჩადებული ჩვენს ინიციატივაში”, – განაცხადა ზოიძემ.

იტვირთბა....