სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა. საყოფაცხოვრებო და კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს.
ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება. შეგახსენებთ, რომ დღეს ტარიფები გაიზარდა თბილისის მოსახლეობისთვისაც