ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი და ერთი ქალი დაშავდა

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი და ერთი ქალი დაშავდა – შემთხვევა ბათუმში, გუშინ მოხდა.

ერთ-ერთი ბავშვი მძიმედ დაზიანდა – მას ე.წ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდა და თითი მოაწყვიტა.

შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

შს სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდნონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს და გამოიყენონ ის ინსტრუქციის შესაბამისად , მათ შორის, „პიროტექნიკას მოარიდონ არასრულწლოვანი პირები“.

იტვირთბა....