ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბავშვის ლეპტოპი და ტელეფონები წაიღეს”: თბილისში დაკავებული ხიზირ მარგოშვილის მეუღლე

სუს-ის მიერ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას თბილისში დაკავებული ხიზირ მარგოშვილის მეუღლის განცხადებით, მათი სახლი სამართალდამცავებმა წუხელ გაჩხრიკეს:

“ხიზირი 5-6 დღეა, რაც თბილისში წავიდა თავის საქმეზე. ყველაფერი გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. საბოლოოდ, ბავშვის ლეპტოპი და ტელეფონები წაიღეს. თვითონვე უკვირდათ, იარაღს ვეძებდით და ვერაფერი ვნახეთო. ” – განაცხადა ხიზირ მარგოშვილის მეუღლემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს”,-ნათქვამია სუს-ის განცახდებაში.

სუს: სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციამ საქართველოსა და თურქეთში დაგეგმილი ტერაქტები გაანეიტრალა

იტვირთბა....