ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.  ძლიერ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ისინი ერთი ოჯახის წევრია.

ძლიერი ხანძრის დროს იქ ორი აფეთქების ხმაც გაიგეს. ყვებიან, როგორ შეანგრიეს ცეცხლმოკიდებული ბინის კარი მოქალაქეებმა, თუმცა მათ, ბინაში მყოფი ოთხიდან ორი ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძება უკვე დაიწყო, თუმცა წინასწარი ვერსიით, ცეცხლი ელექტრო გამათბობელს გაუჩნდა და ოთახებს მალევე მოედო.

ქალაქის მერი, კახი კალაძე ამბობს,  რომ ყველა პროექტი, რომელიც ხორცილდება უსაფრთხოების ნორმებით უნდა იყოს დაცული.

 

იტვირთბა....