ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მანანა ბერიკაშვილმა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელი პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.ხვალიდან გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს მის ადგილს.
გარდა ამისა შეიქმნება სპეციალური საბჭოც, რომელიც ბაზრობისთვის მოსამზადებელ საკითხებზე იმუშავებს.
მანანა ბერიკაშვილმა ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ხმაურიანი შეხვედრებისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე მიიღო.
კონფლიქტი თავდაპირველად მანანა ბერიკაშვილსა და წიგნის ბაზრობის მოსამზადებელი პროექტის კიდევ ერთ ხელმძღვანელ დეა მეტრეველს შორის წარმოიშვა, რასაც ხანგრძლივი განხილვების პროცესი მოჰყვა.
ბერიკაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადა, თუმცა კულტურის მინისტრმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.