ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს სოფელ ქისტაურში მომხდარ ინციდენტზე მოკვლევას ატარებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში, სოფელ ქისტაურში მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ დათვალიერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა მიმდინარეობს.

„2017 წლის 21 დეკემბრის თელავის რაიონული სასამართლოს N 11/ბ -1394-17 განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 22 დეკემბერს მოხდა მოქალაქე დ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე სათავსოების დათვალიერება.
ცნობილი გახდა, რომ შემოწმების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი გახდა შეუძლოდ. იგი გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში. ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ხოსიაშვილების ოჯახი პოლიციელებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. დავით ხოსიაშვილის თქმით, სამართალდამცველები მათ საცხოვრებელ სახლში გუშინწინ ღამით პოლიციური რეიდის ფარგლებში შეიჭრნენ, რის შედეგადაც ძმის ცოლი შიშისგან ცუდად გახდა, ინსულტი განუვითარდა. ის ახლა მკურნალბას თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

იტვირთბა....