თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანის დაჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.