გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას ისრაელი სრულად უარყოფს და აბსურდულ რეზოლუციას უწოდებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია.
“ისრაელი სრულად უარყოფს ამ აბსურდულ რეზოლუციას. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ყოველთვის იყო. ყოველთვის იქნება“, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას.
რეზოლუციაში 128 ქვეყანა აშშ-ს მოუწოდებს, გააუქმოს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას. კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.