ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა მელიას გამოსვლას პარლამენტში სიცილი და ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ  ნიკა მელიას გამოსვლას, ჯერ სიცილი, შემდეგ კი კვლავ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მელიამ პრემიერი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა, სიტყვით გამოსვლის  შემდეგ კი, სხდომათა დარბაზში ჩავიდა და იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები ისხდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ  მანდატურებს მიმართა, რომ მელია  სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ, თუმცა მელიამ დარბაზი არ დატოვა.

პარლამენტში  სხდომა კვლავ გრძელდება.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას უკვე შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

 

იტვირთბა....