ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ღირსებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პრემიერის მიმართ შეიძლება უფრო მეტი კითხვა გაჩნდეს”

“თუ პრემიერს საკუთარი ღირსების დაცვა არ შეუძლია, არ შეუძლია საკუთარ შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა, არ შეუძლია გუნდის დაცვა, ღირსებაზე უარი თქმის შემთხვევაში, პრემიერის მიმართ შეიძლება კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდეს, რადგან მას ავალია ნებისმიერი მოქალაქის დაცვა” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გუშინ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ოპოზიციონერ ნიკა მელიას შორის მომხდარ მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებას.

მისი თქმით, ვისაც აქვს ღირსების განცდა, “იმისთვის იმაზე მეტი თმენის ვალდებულების დაკისრება, რაც გუშინ პრემიერმა იტვირთა, უბრალოდ წარმოუდგენელია”.

“რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ჩვენ მოვახერხებთ უფრო ნაკლები ემოციით, უფრო მშვიდად მივუდგეთ საკითხებს, თუმცა, თუ პრემიერს საკუთარი ღირსების დაცვა არ შეუძლია, არ შეუძლია საკუთარ შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა, არ შეუძლია გუნდის დაცვა, ღირსებაზე უარი თქმის შემთხვევაში, პრემიერის მიმართ შეიძლება კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდეს, რადგან მას ავალია ნებისმიერი მოქალაქის დაცვა. მესმის, ემოციურად არ არის ადვილი ამ ყველაფრის ყურება, მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, მაგრამ იმ პოლიტკურ ძალას, რომელსაც მელია წარმოდგენს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის ადამიანის ღირსება, თავმოყვარეობა, რა არის ის ფასეულებები, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გაიგებს“, – განაცხდა ბესელიამ.

დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს დაუჭერს. ოპოზიცია უკვე აცხადებს, რომ ამაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იტვირთბა....