ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა“

უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი გიორგი კვირიკაშვილის და ნიკა მელიას დაპირისპირებას მედიასთან ეხმაურება:

„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი მმართველობის მანძილზე პროვოკაციებით მართავდა ამ ქვეყანას და ამის გამო ჩვენი ქვეყანა რამდენჯერმე აღმოჩნდა საფრთხის და გარკვეული რისკების წინაშე. ზუსტად იგივე მეთოდოლოგიით, ზუსტად იგივე განწყობით რჩებიან ოპოზიციაში. გუშინ იყო სირცხვილი მათი ქცევა, ჩემი აზრით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა“- განაცხადა სესიაშვილმა.

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იტვირთბა....