პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“რჩება შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილს წასვლა უნდა და ვიღაცა არ უშვებს, მძევლად ყავს აყვანილი. ესეც ნერვიულობს, ადამიანურად.”
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. სხდომის დასრულებისას, ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ მას შეცვლილი და კორუმპირებული პრემიერი უწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა მელიას აგინა. მოგვიანებით, პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
პრემიერმა საზოგადოებას ზედმეტი ემოციების გამოხატვისთვის ბოდიში მოუხადა