ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

21-24 დეკემბერს საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-24 დეკემბერს საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება. 21 დეკემბრიდან საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

22 დეკემბერს ცალკეულ რაიონებში წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.

იტვირთბა....