მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც ასევე ე.წ. ეშმაკის ბორბლის დემონტაჟში მონაწილეობდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მთაწმინდის პარკში სამუშაოებს კერძო კომპანია “კანო” ატარებს.