კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი დაეცა. ამას მოწმობს პორტალ CoinMarketCap-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ბიტკოინის ფასი 15%-ით არის დაწეული. თუ ერთი დღის წინ ბიტკოინის ფასი 20,089 დოლარი იყო, დღევანდელი მონაცემებით მისი ღირებულება 17,06140 დოლარია.
ბიტკოინის ასე მოულოდნელად და სწრაფად გაუფასურებას ექსპერტები სინგაპურის საფინანსო საკრედიტო სამმართველოს სიფრთხილეს და ICO კრიპტოვალუტის ინვესტირებას უკავშირებენ.
მათივე თქმით, კრიპტოვალუტა არსად არ არის გადახდის კანონიერი საშუალება და არ არის გამყარებული აქტივებით, ეს კი მის რყევებს იწვევს. ექსპერტები მიანიშნებენ, რომ ბოლო 2 კვირის მანძილზე კრიპტოვალუტის ფასის მატებამ მის სპეკულაციურ აქტივობასთან არის დაკავშირებული.
ამას წინ “ბიტკოინ ქომ”-ის თანადამფუძნებლის, ემი ოლდენბურგის განცხადება უძღოდა, რომელმაც განაცხადა, რომ კრიპტოვალუტას, როგორც სავაჭრო ვალუტას პერსპექტივა არ გააჩნია. ოლდენბურგმა ასევე აღიარა, რომ მან ყველა თავისი ბიტკოინი გაყიდა, თუმცა საბოლოო უარი კრიპტოვალუტაზე არ უთქვამს და არჩევანი Bitcoin Cash-ის სასარეგბელოდ გააკეთა.
ამ დროისთვის კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 589,472 მილიარდი დოლარია. აქედან 48,3% ბიტკოინზე მოდის.