ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

84 წლის ასაკში მომღერალი არჩილ ჩიხლაძე გარდაიცვალა

84 წლის ასაკში მომღერალი არჩილ ჩიხლაძე გარდაიცვალა. მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი მერაბ შათირიშვილი ამბობს, რომ მან სიცოცხლის ბოლო წლები თავშესაფარში გაატარა.

“ფილტვების ანთება დაემართა, ამტელ ჰოსპიტალში იწვა, შემდეგ გამოწერეს, მაგრამ გაითიშა. სიბერემ თავისი ქნა და დღეს გარდაიცვალა”. – განაცხადა მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა მერაბ შათირიშვილმა.

არჩილ ჩიხლაძე მაყურებელს ცნობილი დუეტის, ცოლ-ქმარი მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების მიერ შესრულებული სიმღერებით ახსოვს. ის ყველა თაობის მსმენელისთვის კარგად ცნობილი სიმღერების, “კართან მოდგა შემოდგომა”, “სიყვარულის დილა”, “სიჭაბუკე”, “წლები გარბიან” შემსრულებელი იყო.

იტვირთბა....