ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: ახალი წლის ღამეს, დედაქალაქის მცხოვრებლებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ახალი წლის ღამეს, დედაქალაქის მცხოვრებლებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. კალაძის განცხადებით, ტრანსპორტის უფასოდ სარგებლობა დილის 04:00 საათამდე შეეძლებათ. ამის შესახებ მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, სახაალწლო კონცერტები დედაქალაქში სამ ადგილზე გაიმართება.

“მეტრო უზრუნველყოფს მგზავრების უფასოდ გადაყვანას. მინდა დავამატო, რომ ავტობუსების მომსახურება იქნება უფასო. ყველა რაიონიდან, ყველა უბნიდან შესაძლებელი იქნება, ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილში, ევროპის მოედანზე მობრძანდეს და დაესწროს კონცერტებს. მათი გადაყვანა უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მეტროთი ასევე ავტობუსებით. უფასო მგზავრობა დილის ოთხ საათამდე იქნება შესაძლებელი”, – თქვა კახა კალაძემ.

იტვირთბა....