შსს-ში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, – ამის შესახებ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დეპარტამენტის მთავარი ამოცანა ადამინის უფლებებზე ზრუნვა იქნება. მინისტრის განცხადებით, ეს სპეციალური უწყება იზრუნებს ისეთი სახის დანაშაულზე, როგორიც ქალთა მიმართ ძალადობა და არასრულწლოვნების დანაშაულია.
”ხაზი მინდა გავუსვა ისეთ კომპონენტს შსს-ში, როგორიც არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვა. ამ ნაწილში ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევები საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ცენტრალური აპარატის დონეზე შევქმნათ დამატებითი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებები.
ვფიქრობ, ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი, იქამდე სანამ არ დასრულდება უწყებაში საგამოძიებო კომპონენტის საბოლოოდ დახვეწა და რეფორმირება. ეს სპეციალური უწყება იზრუნებს ისეთი სახის დანაშაულზე, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და ა.შ.”, – განაცხადა გახარიამ.