ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს განცხადებით, ქვეყნის ოთხი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მადურომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიები დაბალ აქტივობაში დაადანაშაულა, რადგან პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
“ნებისმიერი პარტია, რომელიც დღეს არ მონაწილეობდა და ბოიკოტს უწოდებს, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ისინი პოლიტიკური რუკიდან გაქრებიან!” – განაცხადა მან.
სახელმწიფო მეთაურმა დასძინა, რომ პარტიებს არჩევნებში არმონაწილებისთვის საბაბი არ აქვთ. ნიკოლას მადუროს თქმით, ვენესუელა 2018 წელს ეკონომიკურ პრობლემებს გადალახავს.