ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო წერილს ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ კულტურის სამინისტრო პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში “მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს”. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა კულტურის მინისტრს თანამდებობის დატოვების განცხადებით მიმართა, რაც საბჭოს წევრების აზრით, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ცენტრის მუშაობას.
“სამწუხაროდ, ბოლო ეტაპზე, როდესაც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 9 თვეც არ არის დარჩენილი, ჩვენთვის – კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის – ცნობილიგახდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების და ახალი კომპეტენციების განაწილების თაობაზე. ჩვენი აზრით, ეს ცვლილებები და ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის, გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებმ ნიშვნელოვნად შეაფერხებს როგორც ცენტრის მუშაობას, ასევეს აპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებას.” – წერია განცხადებაში.
იხ. განცხადება სრულად:
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოსწერილი2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი…
Gepostet von Ivane Amirkhanashvili am Dienstag, 19. Dezember 2017