რუსთავში საპატრულო ეკიპაჟი გზაგამყოფ ჯებირს შეეჯახა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, შეჯახების თავიდან არიდების მიზნით, მანევრი გააკეთა და ბორდიურს თავად დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მცირე დაზიანება მიიღო პოლიციის თანამშრომელმა, თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზიანება სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
იტვირთბა....