ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოზარდთან დაკავშირებით, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, გამოძიება ზაფხულიდან მიმდინარეობს

მოზარდთან დაკავშირებით, რომელმაც ხელვაჩაურში სანადირო თოფით თვითდაზიანებები მიიყენა, გამოძიება ზაფხულიდან მიმდინარეობს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება კომპიუტერული მონაცემების ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების მუხლით, სკოლის დირექტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

17 წლის მოზარდი, რომელმაც თავი დაიზიანა, ორი თვე სკოლაში არ დადიოდა, – ამის შესახებ ხელვაჩაურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, მოზარდის მამამ წელს სკოლას განცხადებით მიმართა და შვილის სასწავლო პროცესიდან გათავისუფლება ითხოვა, რადგან ის მამას მშენებლობაზე ეხმარებოდა:

“ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე და ვაცნობე სამართალდამცელებს, სამინისტროსა და მშობელს”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლისთვის ხელზე ნაკაწრები ადრეც შეუნიშნავს, ამიტომ ვარაუდობს, რომ მოსწავლე ინტერნეტ თამაშს თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფით, ჭრილობა მიიყენა. ამის გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

იტვირთბა....