ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი: ის კარიკატურა ეშმაკი ივანიშვილს რომ ეხვეწება, მასწავლე როგორ აბოლებ ხალხსო, მართალია

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია “იბერიას”ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი არა გიორგი კვირიკაშვილია, არამედ ბიძინა ივანიშვილი.

“აღნიშნული მაქინაცია მან გადაწყვიტა როგორც ჩვევია, ფარულ კულისებს მიღმა დონეზე. არც არავინ ჰკითხავს ფორმალურ თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება ერთადერთი რამ, მოაწეროს ხელი დოკუმენტებს და წარმოადგინოს საკუთარი თავი პრემიერმინისტრად ვისაც მოატყუებს მოატყუებს, ვისაც ვერა არც ეგაა დიდი ტრაგედია. მათთვის ისედაც, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის მეთაური არის ყველაზე სამარცხვინო და ყველაზე გადამგდები პიროვნება. თუ კი ვინმეს საკუთარი ხალხი და საზოგადოება მოუტყუებია ყველა რეკორდი მოხსნა. ის კარიკატურა, რომელიც გავრცელდა ტყუილი ხომ არ არის, ეშმაკი რომ არის დაჩოქოლი მის წინაშე და ეუბნება, თუ ღმერთი გწამს მასწავლე როგორ აბოლებ ამ ხალხს. ის სკანდალების მოყვარულ საზოგადოებას კიდევ ბევრჯერ გააოცებს” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....