თბილისში, წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღება სცადეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
რამდენიმე თვის წინ, ამავე ფილიალში დაყაჩაღების მიზნით ერთი პირი შეიჭრა. როცა პოლიციამ დამორჩილებისკენ მოუწოდა, მან საკუთარი თავის მიმართულებით გაისროლა, რის შედეგადაც აღნიშნული პირი გარდაიცვალა.