პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ვარშავაში დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დელეგაციასთან ერთად ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაათვალიერა.
ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მუზეუმის ეზოში, ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლი გვირგვინითაც შეამკეს.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ხვალ, ის პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ეწვევა, სადაც პოლონეთის სეიმს, სენატსა და საქართველოს პარლამენტს შორის შეთანხმებას მოეწერება ხელი. ირაკლი კობახიძეს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პოლონეთის პრემიერმინისტრთანაც.
ოფიციალურ პირებთან აუდიენციის გარდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება და ვარშავის უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს.