დიდუბეში ავარია მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
მსუბუქი ავტომობილი მოაჯირს დაეჯახა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.ს