ბიტკოინის კურსმა პირველად გადალახა 18 ათასი დოლარის ნიშნული. ვებგვერდ CoinDesk-ის მონაცემებით, რომელიც სხვადასხვა ბირჟაზე კრიპტოვალუტის მონაცემებით ითვლის, კურსმა 18 ათასი დოლარის ნიშნული თბილისის დროით 16 დეკემბერს, 14:25 საათზე გადალახა.
ბიტკოინის კურსი 2017 წლის მეორე ნახევარში უსწრაფესი ტემპებით იზრდება. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო ნოემბრის ბოლოს კი 10 ათასი დოლარი გახდა.
ბიტკოინის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.