aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

რა ხარვეზები შეინიშნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ახალ რედაქციაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

კონსტიტუციის მე-18 მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას განსაზღვრავს, ახალი რედაქციით იცვლება. კერძოდ, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი ახალი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის შეიცავს კომერციულ, პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

რა ხარვეზები შეინიშნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ახალ რედაქციაში? “მეტრონომს” საიას იურისტი, სოფო ჭარელი ესაუბრა:

“მაგალითად, კომერციული საიდუმლოება ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გააჩნიათ, შესაბამისად, მე-18 მუხლში აღნიშნული კომერციული საიდუმლოება იურიდიულ პირებს გულისხმობს და აქ სიახლე, ან ხარვეზი არ მოიძებნება.

ამ ცვლილებაში საინტერესოა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ახალი ფორმულირება, რომელმაც სამართალწარმოების ინტერესების დაცვაც მოიცვა. მოქმედ კანონმდებლობაში მისი განმარტება როგორ მოხდება, მნიშვნელოვანია. თუ ამ საფუძვლით დარჩა, როგორც ახლაა მოცემული-სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სამართალწარმოების ინტერესების დაცვა, ნამდვილად შეიძლება მომავალში დაიხუროს ინფორმაცია. ნაწილობრივ, დღესაც დახურული იყო სახელმწიფო საიდუმლოს ფარგლებში, მაგრამ სამართალწარმოების ინტერესი შეიძლება მრავალ კომპონენტს მოიცავდეს, რამაც საზოგადოებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციის გავრცელებასაც შეიძლება შეუშალოს ხელი. შესაბამისად, როგორ განიმარტება “სახელმწიფო საიდუმლოება”-ამ ნაწილშია კითხვის ნიშნები.” – განაცხადა სოფო ჭარელმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განმარტებით, იყო აზრთა სხვადასხვაობა სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომ სამართალწარმოების ინტერესებს საფრთხე არ შექმნოდა და ახალ რედაქციაში ეს ინტერესიც არის ასახული.

იტვირთბა....