aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ, გაიგოს შსს მინისტრმა, რაც ხდება”: რა ჩანაწერი ნახეს პოლიციაში ფოცხიშვილის დამ და მეუღლემ

aviabiletebi
ავიაბილეთები

20 ივლისს, ოზურგეთში, 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მის დის ქმარი, 33 წლის დიმა ომოლჩენკო ჩაცხრილეს.
მომხდარიდან რამდენიმე თვეში, შსს-მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ გურიის სამხარეო პოლიციის მთავარმა სამმართველომ მკვლელობის ფაქტი გახსნა: _ გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ კახა მეგრელიშვილს, მეტსახელად “ბუძგიას”, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულ კ.მ.-ზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძებნა გამოცხადდა”.

შსს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას არ ეთანხმებიან გურამ ფოცხიშვილის ოჯახის წევრები. დიმა ომოლჩენკოს მეუღლე ლოლა ფოცხიშვილი “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურად ჰყვება, თუ რა ვითარებაში ნახა “ბუძგიას” ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრალდებული პოლიციას სულ სხვა ჩვენებას აძლევს.

გურამ ფოცხიშვილის და ლოლა ფოცხიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მისი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ყურადღებას სთხოვს: “მე და გურამის მეუღლეს პოლიციაში ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე, რომ იმ ვიდეომასალების შესახებ, რომელიც ვნახეთ, არავისთან არაფერი არ უნდა ვთქვათ. თუმცა, მე ვთქვი, რომ ამას ვერ დავმალავ,-მეთქი.

მე თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ და გთხოვთ დაიცვათ ჩვენი უფლებები. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია _ გაიგოს შსს მინისტრმა, რაც ხდება.
ვითხოვ სამართალს, ჩემი უდანაშაულო ქმრის მკვლელის დაჭერას. მივმართავ შსს ახალ მინისტრს, რომ ბოლომდე გამოძიებული იქნას ჩემი ქმრის და ძმის მკვლელობა. მე გამწარებული ადამიანი ვარ, უკან არ დავიხევ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს, ვიბრძოლებ ბოლომდე!” _ ამბობს ლოლა ფოცხიშვილი და დეტალურად ჰყვება იმის შესახებ, რის გაუთქმელობაზე პოლიციაში ხელი მოაწერინეს:

ლოლა ფოცხიშვილი:_ უკვე 5 თვეა გასული;ჩემი ძმის _ გურამიკოსა და მეუღლის _ დიმას გარდაცვალებიდან. ამ ხნის მანძილზე პოლიცია გვეუბნებოდა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, ბოლოს კი დადეს ინფორმაცია, რომ თითქოს გახსნეს დანაშაული.

ეს არ იყო დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ მკვლელობა გახსნილია.
მკვლელობის მიზეზად დაასახელეს, რომ თითქოს ჩემი ძმა “ბუძგიას” მეუღლეს სახლში იარაღით მიუვარდა და შეურაცხყოფა მიაყენა _ გურამი ქალს შეურაცხყოფას არ მიაყენებდა. პოლიციამ იცის, რომ ეს არ იყო მიზეზი იმისა, რომ მას მოეკლა ჩემი ძმა.
ზუსტი ინფორმაცია მაქვს, მკვლელი თვითონ პოლიციამ გააპარა ქვეყნიდან _ საზღვარზე კოლონებით გააცილეს. მაქ სულ სხვა დონის ხალხია ჩართული, თორემ მარტო “ბუძგია” მაგას ვერ იზამდა. ჩემი ძმისა და მეუღლის მკვლელები დაიჭირონ, არა მარტო “ბუძგია” და ვინც იყო მასთან ერთად _ ყველა, ვინც შეუკვეთა ეს მკვლელობა.
ანალიზების პასუხიდან ჩანს, რომ მკვლელი “ბუძგიაა”, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მას მკვლელობა ვიღაცამ შეუკვეთა.
მე მაქვს ჩანაწერი, რომელსაც თუ დამჭირდება გავასაჯაროვებ. ჩანაწერში ჩანს, “ბუძგიას” როგორ ესაუბრებიან პოლიციელები და “ბუძგია” აღიარებს, რომ მოკლა ფოცხიშვილი: იმიტომ მოვკალი, რომ ჩემთან მივიდა სახლშიო. თუ შსს-ს ოფიციალური ინფორმაციაში კი არის ნათქვამი, რომ ცოლს მიაყენა შეურაცხყოფაო, მაგრამ “ბუძგია” ჩანაწერში ამბობს, ცოლმა არ მითხრა, რა უთხრა ფოცხიშვილმაო. გურამიკო ცოლთან შეიარაღებული მივარდაო, არ ამბობს! ან რაში “აწყობდა”17 წლის წინანდელი ამბავი გახსენება?!
იგი ჩანაწერში იმასაც ამბობს, რომ მაგის გვერდზე ყველა არაკაცი იყო და არაქურდული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ბუძგიამ, მე დავუჯდები დათოს, ანუ მამაჩემს და ავუხსნი რატომ მოვკალი მისი შვილიო.
სად გაკეთდა ეს ჩანაწერი, არ ვიცი. პოლიცია ამბობს, აღიარებითი ჩვენება არ არის მტკიცებულება და ამიტომ არ დავაპატიმრეთო. მაშინ ძებნაზე რატომ აიყვანეს? საზღვარზე გადააპარეს და ახლა ველოდოთ, როდის გამოჩნდება?
ჩანაწერში “ბუძგია” იმასაც ამბობს, რომ მოსამართლესთან დანაშაულს არ ვაღიარებ, რადგან ციხეში რომ ჩამსვან, მოვკვდებიო. პოლიციაში კი აღიარა, მაგრამ ამბობს ბრალს ვერ წამიყენებთო.
როცა პოლიციელებს ვკითხე, ეს რას ნიშნავს,-მეთქი, ჩვენ ჩვენი ხრიკები გვაქვსო, მიპასუხეს.
მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე გურამიკო პოლიციაში წაიყვანეს. რომ მივედით, გვითხრეს, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვნესო. შემდეგ გავიგეთ, რომ პოლიციაში გაესაუბრნენ და გაფრთხილება მისცეს. უნდოდათ გარკვევა, დადიოდა თუ არა გურამი იარაღით. არ დადიოდა იარაღით და, რასაკვირველია, არც იმ დღეს ჰქონდა.
რატომ არ გამოაქვეყნა შსს ეს ჩანაწერი? მოვითხოვ გაასაჯაროვონ ეს ვიდეომასალა! _ ამბობს ლოლა ფოცხიშვილი.
სრულად: gurianews.com

იტვირთბა....