ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს ბანკის“ იპოთეკური სესხების აქცია შეაჩერა

ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს ბანკის“ იპოთეკური სესხების აქცია — „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“ შეაჩერა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ეს გადაწყევტილება საბანკო პროდუქტის მაღალი რისკის შემცველობის გამო მიიღეს.

„საქართველოს ბანკმა“ ახალი საბანკო პროდუქტი — „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“ ბაზარზე 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. მაშინ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „ის, ვინც 15 იანვრამდე ისარგებლებს იპოთეკური სესხით საქართველოს ბანკში, შესაძლებლობა აქვს სესხის გადახდა დაიწყოს 2020 წელს – შესაბამისად ისარგებლოს 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აარჩიოს და შეიძინოს, ზუსტად ის ბინა რომელიც მას სურს“.

თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ბანკმა აღნიშნული აქცია დაასრულა. კონკრეტულად, თუ რა გახდა აქციის შეჩერების მიზეზი, „საქართველოს ბანკში“ არ საუბრობენ. ბანკში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ აქცია სებ-ის მითითებით დასრულდა.
სრულად: commersant.ge

იტვირთბა....