ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გაჩეჩილაძის სიძე: როცა პრემიერი ამბობს, რომ გადადგება, თუ ბრალდებები დადასტურდა, ეს საგამოძიებო უწყებებისთვის წნეხია

გიორგი გაჩეჩილაძის სიძემ, “სიტროენ ჯორჯიას” დირექტორმა, გიორგი შარაშიძემ, მისი სკანდალური ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტების მთავრობის ადმინისტრაციაში მიტანის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

“როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მე გადავდგები თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს.

შესყიდვების სააგენტოში ზუსტად ჩანს, რატომ და როგორ მოვხვდით შავ სიაში და რამდენად მიკერძოებული იყო ეს ყველაფერი. 57 ტენდერში 127-დან უკონკურენციოდ ჩატარებული ტენდერები, მათგან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის“- აღნიშნა შარაშიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გადაეცა მის კომპანიას ლილოში მიწის ნაკვეთი უკონკურსოდ, შარაშიძემ უპასუხა:

“ეს მოხდა კონკრეტული შეთავაზების საფუძველზე, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში, სახელმწიფოსთვის იყო მისაღები.
ეს და ყველა სხვა პროექტი შეჩერდა იმის გამო, რომ ჩვენს მიმართ განხორციელდა არაერთი უკანონო ქმედება და ვცდილობთ ახლა ზუსტად ამას, რომ ეს დავამტკიცოთ. რაც შეეხება კარტელურ გარიგებებს, დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ეს არის შეთანხმებული ფასები, კონკურენციის არგაწევა ერთმანეთთან, 57 ტენდერის უკონკურენციოდ ჩატარება. მათგან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურენციის სააგენტო შეინარჩუნებს ობიექტურობას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა შარაშიძემ.

გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შეთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გია გაჩეჩილაძის სიძემ პრემიერის სახელზე განცხადება შეიტანა

იტვირთბა....