ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნიკა მელიამ დღეს ბიუჯეტზე მუშაობას არჩია ქუჩიდან, უაღრესად არაკორექტულად პრემიერს გამოხმაურებოდა”

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

„ნიკა მელიამ დღეს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კანონზე – ბიუჯეტზე მუშაობას და პარლამენტში მოსვლას არჩია თბილისში, ქუჩიდან, უაღრესად არაკორექტულად გამოხმაურებოდა პრემიერ-მინისტრს. სამარცხვინოა, რომ იმ გუნდის ლიდერი, რომელმაც ბიზნესის ტერორის და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის, წამების და საკუთრების წართმევის გამო სამარცხვინო გაქცევით დატოვა ხელისუფლება, დღეს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილზე ლაპარაკობს“, – განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძესა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირებას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. “ნაციონალურო მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ უხერხულია, რაც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა.

გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შეთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

იტვირთბა....