aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: კვირიკაშვილს აკლდა მზესუმზირა, ლუდი, კრიალოსანი და ქუჩაში საქმე უნდა გაერჩია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი გაჩეჩილაძესა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირებას ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. “ნაციონალურო მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ უხერხულია, რაც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა:

„შემრცხვა ბატონი კვირიკაშვილის მაგივრად. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უბრალოდ აკლდა მზესუმზირა, ერთი კათხა ლუდი, კრიალოსანი და სადმე ქუჩაში, კუთხეში საქმე უნდა გაერჩია ძმაკაცთან, რატომ არ მისცა ტენდერში გამარჯვების უფლება, ან რატომ მისცა. ძალიან უხერხულია, რომ საჯაროდ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ, რაც ადასტურებს შემდეგს, რომ ბატონ კვირიკაშვილს განცდაც კი არ აქვს, რომ ის ნომინალურად მაინც ასრულებს პრემიერმინისტრის მოვალეობას,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შეთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

იტვირთბა....