გურჯაანში ქვეითად მოსიარულე ორ ადამიანს ავტომანქანა დაეჯახა. როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, შედეგად ისინი მსუბუქად დაშავდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.