საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის სასამართლო პროცესი კიევში ამ დრომდე მიმდინარეობს. ბრალდების მხარე სააკაშვილის შინაპატიმრობას ითხოვს,მათი თქმით სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობა არ ეზღუდება,შინაპატიმრობის შემთხვევაში სააკაშვილს საშუალება ექნება ეკონტაქტოს საკუთარ თანამოაზრეებს.
“შინაპატიმრობის დროს სააკაშვილს ხელს არაფერი შეუშლის, თავის თანამოაზრეებთან კავშირი Skype-ის მეშვეობით შეეძლება”, – აღნიშნა პროკურორმა.
პროკურირი აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა, შესაძლოა, სააკაშვილისა და დანგაძის ლიკვიდირება მოახდინონ.ამიტომ, ბრალდების თქმით,სააკაშვილის უსაფრთხოება მხოლოდ სადღეღამისო შინაპატიმრობითაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.