ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვჭირდება არგუმენტები, რომ ნარკოტიკების ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მომხმარებლის ზრდას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში” ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები:

„მე შემიძლია დავადასტურო, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის „ქართულ ოცნებაში“, არის განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, რაღაცის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები გვჭირდება. ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ორივე მხარეს არის არგუმენტები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მეც მჭირდება არგუმენტები, ჯერჯერობით არ მომისმენია სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან.
მოვუწოდებ ყველა სუბიექტს, რომელიც არის ჩართული ამ პროცესში, მათ შორის, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შესაბამისი ანალიზი წარმოადგინონ, წარმოადგინონ სიღრმისეული ანალიზი და ამის საფუძველზე გაუადვილონ საპარლამენტო სპექტრს გადაწყვეტილების მიღება ნარკოტიკებთან დაკავშირებით. პლატფორმა იქნება საპარლამენტო, პროცესი შესაბამისი პროცედურებით წარიმართება. იქნება საკომიტეტო განხილვები, იქნება პლენარულ სხდომებზე განხილვები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია. “თეთრი ხმაურის”მოძრაობა ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზებას ითხოვს.

იტვირთბა....