ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

“ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან სანთებელა, თავს იწვავდა”: მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერზე (ვიდეო)

ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან სანთებელა, თავს იწვავდა, -მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში საკუთარ ერთ-ერთ მხარდამჭერზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში ექსტრადიციის არ ეშინია.

კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადდა.

მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

იტვირთბა....