ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერაყი “ისლამური სახელმწიფოსგან” თავისუფალია

ერაყის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ერაყი „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამასთან, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ სახელისუფლებო ძალებმა სირიასთან საზღვარზე კონტროლი დაამყარეს. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ერაყ-სირიის საზღვარზე და მით ჩვენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომს დასრულებულად ვაცხადებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის რეგიონები 2014 წელს დაიპყრო, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი მოსული. 2017 წელს მასშტაბური ოპერაციის შემდეგ მოსული გაათავისუფლეს, შემდეგ კი საომარი მოქმედებები ტერორისტების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა.

იტვირთბა....