ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმი-თბილისის მატარებელი რიკოთზე ერთი საათით გაჩერდა

ბათუმი-თბილისის მატარებელი უკვე ერთი საათია, რაც რიკოთზეა გაჩერებული, -ინფორმაციას და შესაბამისს ფოტოებს “ბათუმელები” ავრცელებს:

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მატარებლის გაჩერების მიზეზი ძაბვის ვარდნაა. „ძაბვა დაეცა, რამაც მატარებლის გაჩერება გამოიწვია. ამ დროისთვის ძაბვა აღდგენილია, თუმცა მატარებლის გადატვირთვა არ ხერხდება. ვფიქრობ, 20 წუთი დასჭირდება მატარებლის გადატვირთვას,“-ამბობს დაჩი ცაგურია.

იტვირთბა....