სუპერმარკეტების ქსელი სპარი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.
“SPAR Georgia, როგორც საერთაშორისო ბრენდის ნაწილი, სრულად ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს და ჩვენი ერის სწრაფვას, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ეპიცენტრში მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს გამოჩენილი სიმამაცისა და პროფესიონალიზმისთვის, აგრეთვე, აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მშვიდობიანად აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას ევროპული მომავლისთვის. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი გზა ევროპაშია!
Spar Georgia Head Office სიყვარულით და პასუხისმგებლობით თქვენს სამსახურში!” – ნათქვამია განცხადებაში.