საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს იბარებს, თუმცა, მისი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება.
“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს… თუმცა, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე. ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ, ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას”, – წერს პრეზიდენტი.