ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვთქვათ ჩემმა შვილმა ნარკოტიკი მიიღო, რას ვაკეთებ მე”

პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში “რეაქცია” ნარკოპოლიტიკაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.

“ვთქვათ ჩემმა შვილმა ნარკოტიკი მიიღო, რას ვაკეთებ მე? პოლიციას უნდა დავურეკო და დავაჭერინო, თუ იმას ვუჭერ მხარს, რომ ეს პრობლემა თავად მოვაგვარო? დეკრიმინალიზაცია ნიშნავს იმას, რომ არ ვუჭერთ მხარს,  პოლიციამ ჩაავლოს ხელი. ეს არის სწორი კითხვა და არა ის, მომეწონება თუ არა ჩემმა შვილმა ნარკოტიკები რომ მიიღოს. ვის რა მოეწონება ეს საერთოდ განხილვის საგანი არ არის. მილიონი რამე არ მომწონს, მაგრამ არ ვითხოვ, რომ აკრძალული იყოს. ბევრი წყალიც კლავს და მე რომ სახელმწიფო წყლის დალევისთვის უროს მირტყამდეს თავში, მე ვიყვირებ პერნამენტულად, ნუ მირტყავ უროს თავში წლის დალევისთვის, მაგრამ შეიძლება რომ ამის გამო დასკვა კითხვა, არის თუ არა ეს წყლის პროპაგანდა? ნუ იქნება ასეთი ნარკოპოლიტიკა და არავინ არ ილაპარაკებს ამაზე ბევრს, ჩვენ გიჟები კი არ ვართ, მილიონი პრობლემაა ამ ქვეყანაში, იმაზე ვილაპარაკებთ…”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იტვირთბა....