ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს დეტალურად შეისწავლის

სახალხო დამცველი ხორავას 4 ნომერში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს მოინახულებს. ამის შესახებ განცხადება, ნინო ლომჯარიამ ტრაგედიაზე საუბრისას გააკეთა. ომბუდსმენი ამბობს, რომ მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით არსებობს.  ის გეგმავს გაეცნოს საქმის მასალებს და დაკავებულ არასრულწლოვნებს გაესაუბროს.

ლომჯარიას თქმით,  ამის შემდეგ კი ხორავაზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე  დეტალურად ისაუბრებს.

ომბუდსმენის განცხადებით,  მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ყველა იმ საქმის შესწავლა იქნება, რაც არასრულწლოვანთა შორის ძალადობას უკავშირდება. ლომჯარია ამბობს, რომ   ხორავას 4 ნოემბრის საქმე იქნება ერთ-ერთი პირველი, რომლითაც დაინტერესდება.

“მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს დიდი ხანია ბავშვთა უფლებებზე, ალბათ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, სკოლაში არსებული სიტუაციები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იტვირთბა....