ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: საგანგებო განცხადება

კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

”კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს – 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722.

ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire” – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კალიფორნიაში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებს მიაღწია. უსაფრთხოების მიზნით უკვე 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

იტვირთბა....