ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები პატიმრობას დღეს გაასაჩივრებენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები, შეფარდებულ პატიმრობას დღეს გაასაჩივრებენ.

ხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების სისხლიანი გარჩევისას 2 მოსწავლე მრავლობითი ჭრილობების მიყენების შედეგად გარდაიცვალა.

იტვირთბა....