ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ხელბორკილი მიკროავტობუსში თავად ესბეუშნიკმა მომხსნა, პოროშენკოს ლანძღავდნენ”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დაკავებისას და მერეც მიკროავტობუსში, უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლების ნაწილი მის მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ. სააკაშვილის თქმით, მეორე ხელბორკილი, თვითონ სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოხსნეს და არც უკრაინელი ხალხის მიერ მის გათავისუფლებას შეუშალეს ხელი.

“ერთმა ჩუმად მითხრა, რომ ჩვენი აქტივისტები არიან. ავტობუსში, 7 „ესბეუშნიკიდან“ 2 იყო ძალიან ცუდი, დანარჩენი 5-დან 3 ნაღდად ჩვენს მხარეს იყო, 1-2 გაურკვევლობაში. „ესბეუშნიკები“, რომლებმაც დამაკავეს, ისე ლანძღავდნენ პოროშენკოს.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მეორე ხელბორკილი თვითონ „ესბეუშნიკებმა“ მოხსნეს გათავისუფლების წინ.

“მათ მაინცდამაინც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ გათავისუფლების დროს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები გუშინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.

სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.

იტვირთბა....