ახალი ამბები

მიკროავტობუსიდან სააკაშვილის გატაცების გამო დაკავებულები გათავისუფლდნენ

კიევის პოლიციამ დაპატიმრებული სააკაშვილის გათავისუფლების ფაქტზე 9 პირი, რომლებმაც სამართალდამცველების მიკროავტობუსის ბლოკირება მოახდინეს, ჯერ დააკავა, შემდეგ კი მალევე გაათავისუფლა. ამის შესახებ კიევის პოლიციის პრესმდივანი, აქსანა ბლიშიკი აცხადებს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიკროავტობუსში დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს და ახლა ისინი რადას შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც აქცია მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით.

იტვირთბა....